Saturday, August 9, 2014

მეცხრე დღე

დავასრულეთ პროექტის გეგმა.პორთფოლიოს ჩეკლისტის საშუალებით მოვახდინე პორთფოლიოს შემოწმება.მოვისმინეთ ჯგუფის წევრების პრეზენტაციები.
ეთერ ლომსაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე ,,ჩვენი დროის ახალმოწამეების შესახებ" პრეზენტაცია იყო მეტად საინტერესო.
         მოვისმინეთ ინგა ბუხნიკაშვილის პროექტი ,,ბაქტერიები მტერი თუ მეგობრები"პროექტის მსვლელობა საკმაოდ დატვირთულია და საინტერესოა.აქ ყველაფერი დეტალური სიზუსტით არის არწერილი.
       თამარ კამკამიძის პროექტი ,,როგორ  ვისწავლოთ ინგლისური ენა"პროექტსი წარმოდგენილი  აქტივობები დაეხმარება მოსწავლეებს სწავლის ხარისხის ამარლებაში.
  ლელა ბარბაქაძემ გააკეთა პრეზენტაცია თემაზე ,,სიტყვაზე აღმატებული",რომელიც ძალიან საინტერესო იყო.
      ინგა გლუნჩაძის პროექტის თემაა,, დემოგრაფიული მდგომარეობა ჩვენს სოფელში".ეს პროექტი მეტად აქტუალურია და მეტად საინტერესოდ იყო წარმოდგენილი.
          ნინო კვირიკაშვილის პროექტი  ,,ჩვენი სოფლის ღირსშესანიშნავი  ძეგლები."ეს პროექტი მეტად დააინტერესებს მოსწავლეებს.
        ინგა ვეფხვაძის პროექტი,, მარტვილობა  ერის თვითგადარჩენის ერთერთი საწინდარი.პროექტი მეტად საინტერესო იყო.
       შემდეგი გამომსვლელი თამარ მაღრაძე იყო. მისი პროექტი,, მინი წარმოდგენა ჯადოსნური სიტყვები" ძალიან საინტერესო იყო.
            ეკა მესხმა წარმოადგინა პროექტი,, საქართველოს დაცული ტერიტორიები  ბორჯომ ხარაგაულის ტყეპარკი" რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
          ინგა კვინიკაძის პროექტი ,,ჩემი თავისუფალი დრო" ძალიან საინტერესო იქნება მოსწავლეებისთვის. ისინი უცხოელ თანატოლებთან მიმოწერას აწარმოებენ რაც ხელს შეუწყობს ინგლისური ენის შესწავლას.
        იზოლდა სისვაძის პროექტი ,,მათემატიკა ჩვენს გარშემო"რომელიც ძალიან პრაქტიკული და საინტერესო იყო.

No comments:

Post a Comment